ილია ჭავჭავაძე გამდგარი ოფიცრის, თავისი დროისთვის განათლებული თავადის, გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა. ათი წლისა დედით დაობლდა, თუმცა კი ქართული მწერლობის უზადო მცოდნე მარიამ ბებურიშვილმა ამ მცირე დროში მოასწრო შვილისთვის ლიტერატურის სიყვარული ჩაენერგა. ხუთი წლის შემდეგ მამითაც დაობლდა და და-ძმებთან ერთად მისი აღზრდა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა. თბილისის კერძო პანსიონში ლათინურში, ფრანგულსა და გერმანულში გაიწაფა, გიმნაზიაც წარჩინებით დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზეც ჩაირიცხა, სადაც რევოლუციონრ-დემოკრატების - ბელინსკის, გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის ნააზრევს ეზიარა. სამშობლოში დაბრუნებული ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“ აარსებს, რომელშიც თავის ლექსებს, პოემებს, მოთხრობებსა და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებს. 1863 წელს ქორწინდება ოლღა გურამიშვილზე, რომელიც მისი ერთგული თანამგზავრი ხდება. მალე სამსახურსაც იწყებს, ერთხანს დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედაც მოუწია მუშაობა. 1875 წელს სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ ირჩევენ. არაერთი თანამდებობა გამოიცვალა, თუმცა ყველგან თავისი ერის სატკივარზე ზრუნვა მიაჩნდა უპირველესად. ამ მიზანსვე ემსახურებოდა მისი საქმიანობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღვწოდა. მისივე თქმით, ყველგან და ყოველთვის „საქართველოსა და ქართველთა ინტერესების დამცველი“ იყო. სწორედ ამიტომ, ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების დაცვის გამო მოკლეს ილია ჭავჭავაძე საქართველოსვე მტრებმა წიწამურში. სწორედ ამიტომ წერდა ვაჟა-ფშაველა, ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენო.ილია ჭავჭავაძის მხატვრული პროზის უშესანიშნავესი ნიმუშების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარება. „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო“ - ეს ხალხური სიბრძნე გასდევს ლაიტმოტივად ილიას უკვდავ ნაწარმოებს „კაცია - ადამიანი?!“ და დღესაც გვაოცებს დაუნდობელი სატირით, ისტორიულად განწირული კლასის მცონარობით და ადამიანის ცხოვრების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე გვაფიქრებს: „გლახის ნაამბობში“ მწერალი მძაფრ სოციალურ სინამდვილეს, ბატონყმობის მახინჯ შედეგს მთავარი გმირების ტრაგიკული ბედით წარმოაჩენს: ბატონსა და ყმას შორის ჩატეხილი ხიდი ათქმევინებს „ოთარაანთ ქვრივის“ გმირს, - იმათს ჭირსა და ლხინს ცალკე ღობე ავლია, ჩვენსას - ცალკეო და მწერალიც წუხს, რომ „გული გულისთვის ვეღარ მიუკარებიათ“; სოციალური დრამა თამაშდება მოთხრობაში „სარჩობელაზედ“, რომლის გმირიც, ერთი პატიოსანი გლეხკაცი, უნებლიეთ ხდება ბედის უკუღმართობით გაავაზაკებული ბიჭის ჩამოხრჩობის მოწმეც და ... „მონაწილეც“; „მგზავრის წერილები“ კი... ეს ხომ სამშობლოს ჭირ-ვარამის, ქვეყნის „დაუყუჩებელი ტკივილების“ განცდისა და ქვეყნისვე ერთგულად მსახურების დაუოკებელი სურვილის გამოტანაა მკითხველთა სამსჯავროზე. გაივლის ათწლეულები, საუკუნეები და სანამ ქართველი ერი იარსებებს, მისთვის ყოველთვის უმთავრესი იქნება ილიასეული სწრაფვა და ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისკენ. დრო ვერც მოხევე ლელთ ღუნიას სიტყვებს გაახუნებს: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“.
Wednesday, January 9, 2013
ილია

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment