Thursday, December 13, 2012

ილია ჭავჭავაძე



 პრინცი ილია  ჭავჭავაძე დაიბადა  1837 წელს ყვარელში, ალაზნის ველზე მდებარე სოფელში, კახეთის პროვინციაში, რომელიც იმ დროს რუსეთის ნაწილი იყო. სავარაუდოდ დიდებულის გვარი წარმოშობით იყო ფშავ-ხევსურეთიდან და 1726 წელს მეფე კონსტანტინემ მიანიჭა ჭავჭავაძეების ოჯახს პრინცის სტატუსი რაინდობისა და გმირობისათვის. 1755წელს  მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით, ილიას დიდი ბაბუა დაჯილდოებულ იქნა რაინდობის ორდენით იმის შემდეგ,  რაც მან დაამარცხა 20 000 სპარსელი დამპყრობელი ყვარელში.ილია იყო გრიგოლ ჭავჭავაძისა და მარიამ ბებურიშვილის მესამე შვილი. მარიამი გარდაიცვალა 1848 წლის 4 მაისს,როცა ილია იყო 10 წლის.გრიგოლმა თავის დას სთხოვა, რომ მისი შვილების აღზრდაში დახმარებოდა. დეიდა მაკრინემ მწერლის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, რადგან მას შემდეგ რაც 1852 წელს მისი მამა გარდაიცვალა, მხოლოდ ის იყო ოჯახის მეურვე.



 1857 წელს დაამთავრა თბილისის  პირველი  კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს  ჩაირიცხა სამართლის სკოლის პეტერბურგის უნივერსიტეტში. მისი სტუდენტობის პერიოდში პეტერბურგში იყო რევოლუციები, რომლებსაც დიდი ინტერესით  ადევნებდა თვალყურს. იქ ყოფნის პერიოდში მწერალი შეხვდა  ეკატერინე ჭავჭავაძეს,რომლისგანაც შეიტყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩანაწერებისა და პოეზიის შესახებ. მკაცრი კლიმატური პირობების გამო ილია რამდენიმე თვით 1859 წელს ჩამოვიდა  საქართველოში.საბოლოოდ კი 1861 წელს დაბრუნდა და სამშობლოსკენ მომავალ გზაზე ის შეუდგა მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების „მგზავრის წერილების“ წერას.
 ილია ჭავჭავაძე იყო ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და იურისტი, რომელიც სათავეში ედგა ეროვნულ ნაციონალურ მოძრაობას 19 საუკუნის მეორე ნახევარში. ის მიმართული იყო გამოეღვიძებინა ეროვნული იდეალები ქართველებში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებია: კაცია ადამიანი, აჩრდილი, ოთარაანთ ქვრივი, კაკო ყაჩაღი და ა.შ. ილია  იყო ქართული პერიოდული გამოცემების  „საქართველოს მოამბისა“ (1863-1877) და „ივერიის“(1877-1905) დირექტორი.
 1907 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე იყვნენ, როცა ისინი გააჩერეს და ილია მოკლულ იქნა სოციალ დემოკრატების დაქირავებული მკვლელების მიერ, რადგან ის გმობდა მათი რევოლუციის გზებს და ასევე იმ ფაქტმაც იქონია ზეგავლენა რომ ილია გამოირჩეოდა მათ შორის  ხალხის ნდობითა და პოპულარობით. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთ-ერთმა მკვლელმა აღიარა, რომ ის დაქირავებული იყო რუსული ჟანდარმერიის მიერ. საბჭოთა კავშირის პერიოდში, გამოძიება დაიწყო საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელიც მოგვიანებით მივიდა დასკვნამდე, რომ მის მკვლელობაში  მეფის საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყო ჩართული.
1987 წელს ილია ჭავჭავაძე საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მიერ შერაცხულ იქნა წმინდანად როგორც წმინდა ილია მართალი.წყარო

No comments:

Post a Comment