ილია ჭავჭავაძე (1837-1907) იყო ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაიბადა ყვარელში (აღმოსავლეთ საქართველო), დაამთავრა 1 კლასიკური გიმნაზია თბილისში და სწავლობდა სამართალზე პეტერბურგის უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნებული ჭავჭავაძე გახდა დამფუძნებელი და რედაქტორი რამდენიმე ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური პერიოდული გამოცემების, მათ შორის საქართველოს მოამბე (1863-1877) და ივერია (1877-1905).ამ პერიოდში ის მსახურობდა დამაარსებლად და თავმჯდომარედ მრავალ საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში საზოგადოების სწავლის წინსვლისთვის,საქართველოს ბანკისთვის და ა.შ. 1906-1907წელს ჭავჭავაძე არჩეულ იქნა რუსეთის იმპერიის დუმაში, სადაც მან მხარი დაუჭირა ლიბერალებს სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებაზე. მისი ჟურნალისტური სტატიებისა და ევროპული ნაწარმოებების თარგმნის გარდა, იგი ავტორია მრავალი ლიტერატურული ნაწარმოებებისა. მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია კაცია-ადამიანი.
ჭავჭავაძე ასევე ცნობილია ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ნაწარმოებების თარგმანებით. 1900 წლის დასაწყისში, ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი, გახდა უდავო ლიდერი ნაციონალური მოძრაობის რომელიც სათავეში ედგა ქართული კულტურისა და ენის აღორძინების რეფორმებს. ორივე მათგანი იმდენად პატივსაცემი იყო , რომ ისინი იყვნენ და დღესაც არიან, ცნობილი უბრალოდ ისე როგორც ილია და აკაკი.წყარო
No comments:
Post a Comment