ილია ჭავჭავაძე გამდგარი ოფიცრის, თავისი დროისთვის განათლებული თავადის, გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა. ათი წლისა დედით დაობლდა, თუმცა კი ქართული მწერლობის უზადო მცოდნე მარიამ ბებურიშვილმა ამ მცირე დროში მოასწრო შვილისთვის ლიტერატურის სიყვარული ჩაენერგა. ხუთი წლის შემდეგ მამითაც დაობლდა და და-ძმებთან ერთად მისი აღზრდა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა. თბილისის კერძო პანსიონში ლათინურში, ფრანგულსა და გერმანულში გაიწაფა, გიმნაზიაც წარჩინებით დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზეც ჩაირიცხა, სადაც რევოლუციონრ-დემოკრატების - ბელინსკის, გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის ნააზრევს ეზიარა. სამშობლოში დაბრუნებული ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“ აარსებს, რომელშიც თავის ლექსებს, პოემებს, მოთხრობებსა და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებს. 1863 წელს ქორწინდება ოლღა გურამიშვილზე, რომელიც მისი ერთგული თანამგზავრი ხდება. მალე სამსახურსაც იწყებს, ერთხანს დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედაც მოუწია მუშაობა. 1875 წელს სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ ირჩევენ. არაერთი თანამდებობა გამოიცვალა, თუმცა ყველგან თავისი ერის სატკივარზე ზრუნვა მიაჩნდა უპირველესად. ამ მიზანსვე ემსახურებოდა მისი საქმიანობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღვწოდა. მისივე თქმით, ყველგან და ყოველთვის „საქართველოსა და ქართველთა ინტერესების დამცველი“ იყო. სწორედ ამიტომ, ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების დაცვის გამო მოკლეს ილია ჭავჭავაძე საქართველოსვე მტრებმა წიწამურში. სწორედ ამიტომ წერდა ვაჟა-ფშაველა, ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენო.ილია ჭავჭავაძის მხატვრული პროზის უშესანიშნავესი ნიმუშების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარება. „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო“ - ეს ხალხური სიბრძნე გასდევს ლაიტმოტივად ილიას უკვდავ ნაწარმოებს „კაცია - ადამიანი?!“ და დღესაც გვაოცებს დაუნდობელი სატირით, ისტორიულად განწირული კლასის მცონარობით და ადამიანის ცხოვრების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე გვაფიქრებს: „გლახის ნაამბობში“ მწერალი მძაფრ სოციალურ სინამდვილეს, ბატონყმობის მახინჯ შედეგს მთავარი გმირების ტრაგიკული ბედით წარმოაჩენს: ბატონსა და ყმას შორის ჩატეხილი ხიდი ათქმევინებს „ოთარაანთ ქვრივის“ გმირს, - იმათს ჭირსა და ლხინს ცალკე ღობე ავლია, ჩვენსას - ცალკეო და მწერალიც წუხს, რომ „გული გულისთვის ვეღარ მიუკარებიათ“; სოციალური დრამა თამაშდება მოთხრობაში „სარჩობელაზედ“, რომლის გმირიც, ერთი პატიოსანი გლეხკაცი, უნებლიეთ ხდება ბედის უკუღმართობით გაავაზაკებული ბიჭის ჩამოხრჩობის მოწმეც და ... „მონაწილეც“; „მგზავრის წერილები“ კი... ეს ხომ სამშობლოს ჭირ-ვარამის, ქვეყნის „დაუყუჩებელი ტკივილების“ განცდისა და ქვეყნისვე ერთგულად მსახურების დაუოკებელი სურვილის გამოტანაა მკითხველთა სამსჯავროზე. გაივლის ათწლეულები, საუკუნეები და სანამ ქართველი ერი იარსებებს, მისთვის ყოველთვის უმთავრესი იქნება ილიასეული სწრაფვა და ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისკენ. დრო ვერც მოხევე ლელთ ღუნიას სიტყვებს გაახუნებს: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“.
ილია ჭავჭავაძე
Wednesday, January 9, 2013
ილია

Thursday, December 20, 2012
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
საქართველოს სულიერი და პრაქტიკულ-საზოგადოებრივი ცხოვრების
წარმმართველი იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ილია ჭავჭავაძის სახელი
მოაზროვნე საქართველოს სახელს უტოლდება. ბუნებრივია, ილია ჭავჭავაძის პიროვნებაზე, მის მოღვაწეობასა და სულიერ
მემკვიდრეობაზე დიდძალი ლიტერატურა შეიქმნა მონოგრაფიების, ცალკეული
ნარკვევების, სტატიების, წერილებისა და ესეების სახით. გარდა საკუთრივ ილია
ჭავჭავაძის შესახებ შექმნილი ნაშრომებისა, ილიას შემდეგ პრაქტიკულად არ
არსებობს წიგნი, ნარკვევი, რომელიც მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობას,
საზოგადოებრივ აზროვნებას თუ საერთოდ ქართულ ცხოვრებას ეხებოდეს და
მასში ილია ჭავჭავაძის მონუმენტურ ფიგურასთან, მის ღვაწლთან რაიმე ასპექტით
მიმართება არ იყოს დამყარებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ მეოცე საუკუნეში გაიშალა ფართოდ
ილიას ღვაწლის, მისი შემოუსაზღვრელი მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა.
მეოცე საუკუნეში, მოყოლებული 1937 წლიდან, რამდენიმე გზის აღინიშნა ილიას
გრანდიოზუ-ლი იუბილე, რომელთა დროსაც ინტენსიურად ქვეყნდებოდა ილიას
თხზულებათა კრებულები, თუ ცალკეული ნაწარმოებები, აურაცხელი
მეცნიერულ-კრიტიკული თუ პუბლიცისტურ-ესეისტური ლიტერატურა.წყაროილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (1837-1907) იყო ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაიბადა ყვარელში (აღმოსავლეთ საქართველო), დაამთავრა 1 კლასიკური გიმნაზია თბილისში და სწავლობდა სამართალზე პეტერბურგის უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნებული ჭავჭავაძე გახდა დამფუძნებელი და რედაქტორი რამდენიმე ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური პერიოდული გამოცემების, მათ შორის საქართველოს მოამბე (1863-1877) და ივერია (1877-1905).ამ პერიოდში ის მსახურობდა დამაარსებლად და თავმჯდომარედ მრავალ საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში საზოგადოების სწავლის წინსვლისთვის,საქართველოს ბანკისთვის და ა.შ. 1906-1907წელს ჭავჭავაძე არჩეულ იქნა რუსეთის იმპერიის დუმაში, სადაც მან მხარი დაუჭირა ლიბერალებს სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებაზე. მისი ჟურნალისტური სტატიებისა და ევროპული ნაწარმოებების თარგმნის გარდა, იგი ავტორია მრავალი ლიტერატურული ნაწარმოებებისა. მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია კაცია-ადამიანი.
ჭავჭავაძე ასევე ცნობილია ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ნაწარმოებების თარგმანებით. 1900 წლის დასაწყისში, ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი, გახდა უდავო ლიდერი ნაციონალური მოძრაობის რომელიც სათავეში ედგა ქართული კულტურისა და ენის აღორძინების რეფორმებს. ორივე მათგანი იმდენად პატივსაცემი იყო , რომ ისინი იყვნენ და დღესაც არიან, ცნობილი უბრალოდ ისე როგორც ილია და აკაკი.წყარო
Friday, December 14, 2012
ილიაჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი.1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია. 1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები.ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა.კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.წყარო

Thursday, December 13, 2012
ილია ჭავჭავაძე
პრინცი ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს ყვარელში, ალაზნის ველზე მდებარე სოფელში,
კახეთის პროვინციაში, რომელიც იმ დროს რუსეთის ნაწილი იყო. სავარაუდოდ დიდებულის გვარი
წარმოშობით იყო ფშავ-ხევსურეთიდან და 1726 წელს მეფე კონსტანტინემ მიანიჭა ჭავჭავაძეების
ოჯახს პრინცის სტატუსი რაინდობისა და გმირობისათვის. 1755წელს მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით, ილიას დიდი ბაბუა
დაჯილდოებულ იქნა რაინდობის ორდენით იმის შემდეგ, რაც მან დაამარცხა 20 000 სპარსელი დამპყრობელი ყვარელში.ილია
იყო გრიგოლ ჭავჭავაძისა და მარიამ ბებურიშვილის მესამე შვილი. მარიამი გარდაიცვალა
1848 წლის 4 მაისს,როცა ილია იყო 10 წლის.გრიგოლმა თავის დას სთხოვა, რომ მისი შვილების
აღზრდაში დახმარებოდა. დეიდა მაკრინემ მწერლის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, რადგან
მას შემდეგ რაც 1852 წელს მისი მამა გარდაიცვალა, მხოლოდ ის იყო ოჯახის მეურვე.
1857 წელს
დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა სამართლის სკოლის პეტერბურგის უნივერსიტეტში.
მისი სტუდენტობის პერიოდში პეტერბურგში იყო რევოლუციები, რომლებსაც დიდი ინტერესით
ადევნებდა თვალყურს. იქ ყოფნის პერიოდში მწერალი
შეხვდა ეკატერინე ჭავჭავაძეს,რომლისგანაც შეიტყო
ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩანაწერებისა და პოეზიის შესახებ. მკაცრი კლიმატური პირობების
გამო ილია რამდენიმე თვით 1859 წელს ჩამოვიდა საქართველოში.საბოლოოდ კი 1861 წელს დაბრუნდა და
სამშობლოსკენ მომავალ გზაზე ის შეუდგა მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების „მგზავრის
წერილების“ წერას.
ილია ჭავჭავაძე იყო ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი
და იურისტი, რომელიც სათავეში ედგა ეროვნულ ნაციონალურ მოძრაობას 19 საუკუნის მეორე
ნახევარში. ის მიმართული იყო გამოეღვიძებინა ეროვნული იდეალები ქართველებში. მისი ყველაზე
მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებია: კაცია ადამიანი, აჩრდილი, ოთარაანთ ქვრივი,
კაკო ყაჩაღი და ა.შ. ილია იყო ქართული პერიოდული
გამოცემების „საქართველოს მოამბისა“ (1863-1877)
და „ივერიის“(1877-1905) დირექტორი.
1907 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე
და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე იყვნენ, როცა
ისინი გააჩერეს და ილია მოკლულ იქნა სოციალ დემოკრატების დაქირავებული მკვლელების მიერ, რადგან ის გმობდა მათი
რევოლუციის გზებს და ასევე იმ ფაქტმაც იქონია ზეგავლენა რომ ილია გამოირჩეოდა მათ შორის
ხალხის ნდობითა და პოპულარობით. მეორე მსოფლიო
ომის პერიოდში ერთ-ერთმა მკვლელმა აღიარა, რომ ის დაქირავებული იყო რუსული ჟანდარმერიის
მიერ. საბჭოთა კავშირის პერიოდში, გამოძიება დაიწყო საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელიც
მოგვიანებით მივიდა დასკვნამდე, რომ მის მკვლელობაში მეფის საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყო ჩართული.
1987 წელს ილია ჭავჭავაძე საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მიერ შერაცხულ
იქნა წმინდანად როგორც წმინდა ილია მართალი.წყარო
Subscribe to:
Posts (Atom)